
რუსულმა ძალებმა, მათ შორის, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი დაბომბეს, რომელიც მოლდოვას ეკუთვნოდა
01/07/2022 13:17:31 ევროპა
1 ივლისის რუსულმა ავიაციამ სამი რაკეტა ესროლა ოდესის მახლობლად მდებარე საკურორტო სოფელ სერგეევკას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ცნობებით, ერთ-ერთმა რაკეტამ ნაწილობრივ გაანადგურა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენი ორი რეკრეაციულ ცენტრებს მოხვდა. დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბიჭი და დაშავდა 40–მდე ადამიანი.
თავდასხმის შედეგად, მათ შორის, დაზიანდა ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოლდოვას ეკუთვნოდა. შედეგად დაშავდა ცენტრის ოთხი თანამშრომელი, ერთი დაიღუპა.
როგორც მოლდოვის ჯანდაცვის მინისტრმა ალა ნემერენკომ განაცხადა, ცენტრი განკუთვნილი იყო მოლდოველი ბავშვებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მა ამ ცენტრის წყალობით, შავი ზღვის სანაპიროზე ეძლეოდათ კვალიფიციური დახმარების მიღების შესაძლებლობა.
„ეს იყო გარემონტებული ცენტრი, კარგი პირობებით. პანდემიის შემდეგ ვემზადებოდით მის გასახსნელად, მაგრამ ომი მოვიდა. ეს მშვიდობიანი ხალხი ბავშვების ცხოვრებას უკეთესს ხდდნენ, თავგანწირვას და სიყვარულს დებდნენ მათ რეაბილიტაციაში. ყველას ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ომზე უარესი არაფერია“, - წერს მინიტრი.