Accentnews.ge
"პუტინს შეუძლია, უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს"

"პუტინს შეუძლია, უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს"

01/07/2022 12:51:10 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუძლია, ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს.

როგორც შოლცმა CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ აღიარებს, სინამდვილეში კრემლის ლიდერი ხვდება, რომ დასავლური სანქციები ქვეყანას აზიანებს:

"იგი ემზადებოდა ამ ომისთვის ძალიან დიდხანს. მგონია, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება პუტინმა მის დაწყებამდე, სულ მცირე, ერთი წლით ადრე მიიღო, შეიძლება უფრო ადრეც კი. ამიტომ მას შეუძლია ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს. რაც შეეხება სანქციებს, პუტინი ხვდება, ამ სანქციების ღრმა ზეგავლენას მისი ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა კანცლერმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S