Accentnews.ge
ბოლნისის სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსება

ბოლნისის სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსება

01/07/2022 12:01:01 საზოგადოება

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ბოლნისის საქალაქო სასამართლომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქიის დაფინანსება დისკრიმინაციად მიიჩნია და ბათილად ცნო.

"ამ წელს (ისევე როგორც წინა წლებში) ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას 400 000 ლარის ოდენობით. სხვა რელიგიური ორგანიზაციები კი, მათ შორის, ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ საერთოდ არ იღებდნენ დაფინანსებას", - აცხადებს თამთა მიქელაძე.

თამთა მიქალეძის შეფასებით, საჯარო რესურსები სეკულარული საჯარო მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს რელიგიურ ორგანიზაციებს და ჯგუფებს შორის იერარქიისა და უთანასწორობისგან. მისი თქმით, ეს საქმე პრეცედენტს შექმნის:

"ამ გადაწყვეტილებას ვფიქრობ პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკების აღმოფხვრისთვის".

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ამ საქმეზე სასამართლო დავა 2019 წელს დაიწყო ადგილობრივი აქტივისტების, სამირა ბაირამოვისა და სეიდ მირტაგი ასადოვის სახელით.

საქართველოს საპატრიარქო გარდა იმისა რომ ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს, მართლმადიდებელი ეკლესია ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან და სარეზერვო ფონდებიდან ათობით და რიგ შემთხვევებში ასობით ათასი ლარით ფინანსდება. 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში ეპარქიისთვის 300 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S