თურქეთმა "ამერიკის ხმასა" და DW-ს ქვეყანაში მაუწყებლობა აუკრძალა
01/07/2022 10:14:07 მსოფლიო
თურქეთმა ორ საერთაშორისო საზოგადოებრივ მაუწყებელზე – "Deutsche Welle"-სა და "ამერიკის ხმის" თურქული გამოცემების საიტებზე წვდომა შეზღუდა.
გერმანიის "Deutsche Welle"-ს ვებ–საიტები და ამერიკული საჯარო რადიო "ამერიკის ხმის" თურქულენოვანი ვერსია ანკარის სასამართლომ დაბლოკა მას შემდეგ, რაც გამოცემებმა უარი თქვეს მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მოთხოვნაზე.
"Deutsche Welle" და "ამერიკის ხმა" ამტკიცებენ, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირება გამოიწვევს მოთხოვნებს, რაც ცენზურის ტოლფასი იქნება.
DW-ის დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა განაცხადა, რომ თურქეთში ლიცენზირებული მედია ვალდებულია წაშალოს კონტენტი, რომელსაც მარეგულირებელი შეუფერებლად მიიჩნევს.
"ეს უბრალოდ მიუღებელია დამოუკიდებელი მაუწყებლისთვის", - თქვა ლიმბურგმა.
კრიტიკოსებმა ეს ნაბიჯი მიიჩნიეს, როგორც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის მცდელობად, ჩაახშონ განსხვავებული აზრი.


