Accentnews.ge
ლაიენი: "ევროპა გვერდში დაუდგება უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება"

ლაიენი: "ევროპა გვერდში დაუდგება უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება"

01/07/2022 10:11:19 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, "ევროპა გვერდში დაუდგება უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება". ამის შესახებ მან უკრაინის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

"ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ. თქვენი მამაცი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე იღებენ მსხვერპლს უკრაინისა და მისი ხალხის დასაცავად და ხაზების მიღმა, უამრავი სხვა უკრაინელი მუშაობს ამ ეროვნული მცდელობის მხარდასაჭერად და ისინი ყველანი იმედოვნებენ ქვეყნის ნათელ მომავალს", - განაცხადა ლაიენმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S