Accentnews.ge
დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა

დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა

01/07/2022 07:55:08 მსოფლიო

პირველი ივლისიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, წინასწარ დაასაბუთოს უკრაინაში გამგზავრების მიზანი, თუმცა ვიზის მიღებაც არ არის ქვეყნის ტერიტორიაზე შეუფერხებლად შესვლის გარანტია.

მისი განმარტებით, არსებობს საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებიც, რომელთა შესრულებას უკრაინელი მესაზღვრეები შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში, ვიზას ადგილზევე გააუქმებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S