თურქეთში, ართვინის პროვინციაში კლდე ჩამოიშალა და სატვირთო მანქანები მოიყოლა (ვიდეო)
01/07/2022 07:31:29 მსოფლიო
თურქეთში, ართვინის პროვინციაში კლდე ჩამოიშალა და 4 სატვირთო მანქანა მოიყოლა.
თურქული მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დაშავებულის შესახებ იუწყებიან, რომელიც თურქეთის მოქალაქეა.
შემთხვევა ქემალფაშას რაიონში ხოფასა და ქემალფაშას დამაკავშირებელ შავიზღვისპირა მაგისტრალზე მოხდა.
ადგილზე მაშველები მუშაობენ.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


