Accentnews.ge
საფრანგეთი უკრაინას ჰაუბიცებს უგზავნის

საფრანგეთი უკრაინას ჰაუბიცებს უგზავნის

01/07/2022 06:50:53 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას სამხედრო დახმარებას, მათ შორის კიდევ 6 ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკას მიაწვდის.

"საფრანგეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავის დასაცავად, მათ შორის კიდევ 6 ერთეულ "კეისრის" ტიპის ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას", – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S