Accentnews.ge
დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება

დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება

01/07/2022 06:19:31 მსოფლიო

დღეიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი იქნება. საფრანგეთისგან ამ სტატუსის გადაბარების ფორმალური ცერემონია მადრიდში, ნატო-ს სამიტზე შედგა. დღეს კი ჩეხეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლიტომიშლში ჩეხეთის და ევროკომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში მათი პრიორიტეტები იქნება უკრაინის მხარდაჭერა, ომით გამოწვეული საიმიგრაციო კრიზისის დარეგულირება, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება.

პრაღა აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას.

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ექვსი თვის განმავლობაში იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S