ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
01/07/2022 06:17:07 მსოფლიო
უკრაინაში, ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.
უწყების ინფორმაციით, მაშველებმა 14 ადამიანის ცხედარი 9-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, 3 ადამიანი კი რეკრეაციულ ცენტრზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავდა 30-ზე მეტი პირი, მათ შორის 3 ბავშვია.
მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.
ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრზე თავდასხმა წუხელ განხორციელდა.


