Accentnews.ge
Amnesty International-მა რუსეთის მიერ მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად ცნო

Amnesty International-მა რუსეთის მიერ მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად ცნო

30/06/2022 20:26:16 მსოფლიო

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International - მა გამოაქვეყნა 2022 წლის 16 მარტს მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შესახებ ჩატარებული გამოძიება სათაურით: "ბავშვები: თავდასხმა დონეცკის რეგიონულ აკადემიურ მარიუპოლის დრამატულ თეატრში", რომლის თავშესაფარში იყო ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

Amnesty International-ის გამომძიებლების დასკვნით, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმა რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. მათ საბრძოლო თვითმფრინავიდან ორი 500 კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს

გამოძიების შედეგების მიხედვით, რუსი სამხედროებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს თეატრი, იცოდნენ რა, რომ იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.

"რამდენიმე თვის საფუძვლიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათობით თვითმხილველთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს თავდასხმა ცალსახა ომის დანაშაულია და ის რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს", - თქვა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა ანეს კალამარმა.

16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში ასობით ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმის შემდეგ დაუყოვნებლივ, მარიუპოლის საკრებულომ განაცხადა, რომ დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.მაგრამ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

2022 წლის 20 მაისს ქალაქზე კონტროლის დაწესების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში დრამატული თეატრის ნანგრევების დემონტაჟი დაასრულეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S