ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი „რკინის ფარდა“ ეშვება
30/06/2022 17:52:18 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, ახალი „რკინის ფარდა“ ეშვება.
ლავროვი დასავლეთის ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ის პრაქტიკულად უკვე ამოქმედდა. უბრალოდ ფრთხილად მოიქცნენ, მაგრამ პროცესი დაწყებულია“, - ციტირებს ლავროვს მედია.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცივილიზებული სამყარო რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებს, ხოლო უკრაინას მხარს უჭერს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.


