Accentnews.ge
ინდონეზიის პრეზიდენტი: "ვლადიმირ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადავეცი"

ინდონეზიის პრეზიდენტი: "ვლადიმირ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადავეცი"

30/06/2022 17:38:05 მსოფლიო

ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

ვიდოდომ გზავნილის შესახებ დეტალები არ გაამჟღავნა, მაგრამ დასძინა, რომ მან გამოხატა "მზაობა" ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას ხელი შეუწყოს.

მისი თქმით, ინდონეზია გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.

როგორც ცნობილია, ვიდოდომ ზელენსკი ნოემბერში G20-ის სამიტზე ბალიში მიიწვია.

AFP-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა განუცხადა ვიდოდოს, რომ მისი დასწრება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება იქ, რადგან რუსეთიც არის „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყანა და ვლადიმირ პუტინი შესაძლოა, შეხვედრას დაესწროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S