რა შეიარაღებას გაუგზავნის უკრაინას 50–ზე მეტი ქვეყანა – "აშშ უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს აერთანებს"
30/06/2022 14:19:35 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს აერთანებს. ამის შესახებ მან მადრიდში ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"50–ზე მეტი ქვეყანა უკრაინას, მათ შორის დაჰპირდა:
- 600-ზე მეტ ტანკს;
- 500-მდე საარტილერიო სისტემას;
- 600000-ზე მეტ საარტილერიო საბრძოლო მასალას;
ასევე უკრაინას მიაწვდიან მოწინავე სარაკეტო სისტემებს, გემსაწინააღმდეგო სისტემებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს", – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ ნატო–სთან ერთად უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც იქნება საჭირო.
ამასთან, ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაიცავს "ნატო–ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს".


