ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 800 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა დააანონსა
30/06/2022 14:09:53 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 800 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა დააანონსა. ამის შესახებ მან მადრიდში ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ომის შემდეგ აშშ-მა უკრაინას ამ დროისთვის 50 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუგზავნა.


