"ეს ომი არ დასრულდება იმით, რომ რუსეთმა დაამარცხა უკრაინა უკრაინაში"
30/06/2022 13:55:58 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ აშშ ნატო–სთან ერთად უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც იქნება საჭირო. ამის შესახებ მან მადრიდში ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთს სერიოზული ზიანი მიაყენა:
”უკრაინამ უკვე მიაყენა რუსეთს მძიმე დარტყმა: რუსეთმა ფაქტობრივად უკვე დაკარგა საერთაშორისო იმიჯი. რუსეთი არის ისეთ მდგომარეობაში, სადაც მთელი მსოფლიო უყურებს და ამბობს: ერთი წუთით, მთელი ამ ძალისხმევით ცდილობთ მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდებას? თქვენ სცადეთ კიევის აღება, ვერ აიღეთ; თქვენ სცადეთ დონბასის და ყველაფრის აღება, ეს ჯერ ვერ გააკეთეთ".
მისი თქმით, უკრაინის ძალებს შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.
"მე არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ დასრულდება იმით, რომ რუსეთმა დაამარცხა უკრაინა უკრაინაში", – დასძინა ბაიდენმა.


