Accentnews.ge
ბაიდენი განმარტავს, რატომ უჯდება რუსეთს "ძალიან, ძალიან ძვირად" უკრაინაში შეჭრა

ბაიდენი განმარტავს, რატომ უჯდება რუსეთს "ძალიან, ძალიან ძვირად" უკრაინაში შეჭრა

30/06/2022 13:52:52 მსოფლიო

მადრიდში ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განმარტა, რატომ უჯდება რუსეთს "ძალიან, ძალიან ძვირად" უკრაინაში შეჭრა.

მან იმ ზარალზე ისაუბრა, რაც რუსეთს საერთაშორისო სანქციების შედეგად უკვე მიადგა:

"ნახეთ, რა გავლენა მოახდინა უკრაინასთან ომმა რუსეთზე. რუსეთმა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლურმა სანქციებმა რუსულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ისინი იმ სიტუაციაში არიან, როცა უჭირთ, რადგან ვაიძულებთ მათ გააკეთონ ისეთი რამ, რისი ექსპორტიც შესაძლებელია რუსეთში, მაგალითად, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. [...] მათ ექნებათ პრობლემები ნავთობის მოპოვების შენარჩუნებაში, რადგან არ აქვთ ამის ტექნოლოგია და ასევე არიან მსგავს სიტუაციაში მათი იარაღის სისტემებისა და ზოგიერთი სამხედრო სისტემის მხრივ. ასე რომ, ისინი იხდიან ძალიან, ძალიან მძიმე ფასს უკრაინაში შეჭრისთვის”, - განაცხადა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ აშშ ნატოსთან ერთად უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც იქნება საჭირო.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთს სერიოზული ზიანი მიაყენა:

”უკრაინამ უკვე მიაყენა რუსეთს მძიმე დარტყმა: რუსეთმა ფაქტობრივად უკვე დაკარგა საერთაშორისო იმიჯი. რუსეთი არის ისეთ მდგომარეობაში, სადაც მთელი მსოფლიო უყურებს და ამბობს: ერთი წუთით, მთელი ამ ძალისხმევით ცდილობთ მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდებას? თქვენ სცადეთ კიევის აღება, ვერ აიღეთ; თქვენ სცადეთ დონბასის და ყველაფრის აღება, ეს ჯერ ვერ გააკეთეთ".

მისი თქმით, უკრაინის ძალებს შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.

"მე არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ დასრულდება იმით, რომ რუსეთმა დაამარცხა უკრაინა უკრაინაში", – დასძინა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S