Accentnews.ge
"შეხედეთ, რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, უკრაინას შეუძლია, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს"

"შეხედეთ, რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, უკრაინას შეუძლია, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს"

30/06/2022 11:58:52 მსოფლიო

"ზმეინის კუნძულზე რუსების მარცხი აჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს"

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, "ზმეინის კუნძულზე რუსების მარცხი აჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს".

„თუ გინდათ მტკიცებულება უკრაინელების გასაოცარი ბრძოლის უნარის, დაძლიოს უბედურება და მოიგერიოს, შეხედეთ, რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია უკან დახევა“, - განაცხადა ჯონსონმა მადრიდში ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

„საბოლოოდ, პუტინისთვის შეუძლებელი იქნება დაიკავოს ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს მის მმართველობას", – დასძინა ჯონსონმა.

კუნძულ ზმეინიდან რუსული ძალების ევაკუაცია განხორციელდა.

მიზეზად „კეთილ ნებას“ და „დავალებების შესრულებას“ ასახელებენ. ამასთან, აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით „არ მისცემენ კიევს მარცვლეულის ექსპორტის თემის სპეკულირების შესაძლებლობას“.

უნდა აღინიშნოს, რომ კრემლმა „კეთილი ნების“ არგუმენტი გამოიყენა მაშინაც, როდესაც წარუმატებლობის შემდეგ იძულებული გახდა, ძალები კიევის მისადგომებიდან გაეყვანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამდე უკრაინის ოპერატიულმა სარდლობამ – "სამხრეთი" განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია კუნძულიდან უკრაინის სამხედრო დარტყმების შემდეგ:

”ღამის განმავლობაში ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ ზმეინის კუნძულზე საცეცხლე შეტევებით სამხედრო ოპერაციის წარმატებული შემდეგი ეტაპის შედეგად, მტერმა ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ნავით და სავარაუდოდ, დატოვა კუნძული.

ახლა კუნძული ცეცხლით არის დაფარული, ისმის აფეთქებების ხმა. მიმდინარეობს ოპერაციის საბოლოო შედეგების შესწავლა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S