„ნატო ძლიერდება ახალი წევრებით და განახლებული მიზნებით“
30/06/2022 11:52:46 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, "ნატო ძლიერდება ახალი წევრებით და განახლებული მიზნებით". ამის შესახებ მან მადრიდში ალიანსის სამიტის დასრულების შემდეგ განახადა.
„ნატო–ს ალიანსი ნამდვილად ჯანმრთელია და ძლიერდება, ახალი წევრებით და განახლებული მიზნებით. ნატო–ს წევრ ქვეყნებს დიდი უპირატესობა ერთიანობით, მათ იციან რისი გაკეთება სურთ და აქვთ კიდეც სურვილების შესრულების შესაძლებლობა", – განაცხადა ჯონსონმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შვედეთ–ფინეთის ალიანსში გაწევრიანება გააძლიერებს ნატო–ს და რომ ალიანსის წევრობა მნიშვნელოვანია თავად აღნიშნული ქვეყნებისთვის.
მან უკრაინის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო–ს ლიდერები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინისთვის დახმარების გაწევას.


