მოლდოვამ ევროკავშირთან სატვირთო მიმოსვლის ლიბერალიზაციის შეთანხმებას ხელი მოაწერა
30/06/2022 11:27:11 მსოფლიო
მოლდოვამ ევროკავშირთან სატვირთო მიმოსვლის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
შეთანხმების თანახმად, მოლდოველ გადამზიდავებს აღარ სჭირდებათ ორმხრივი და სატრანზიტო მიმოსვლის ნებართვების აღება.
"ეს ნათლად აჩვენებს მოლდოვის მოძრაობას ევროპისკენ“, – განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ.
ევროკავშირთან „უვიზო სატრანსპორტო შეთანხმებას“ უკრაინამ 29 ივნისს მოაწერა ხელი.


