Accentnews.ge
საქსტატი – საქართველოში 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს 9369-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა

საქსტატი – საქართველოში 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს 9369-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა

30/06/2022 07:43:33 საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოში 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს 9369-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სტატისტიკა მოწმობს სიკდვილიანობის მატება პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსს.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 50 537 იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S