ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს
30/06/2022 07:39:59 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. სამხედრო დახმარება მოიცავს მოდერნიზებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებს, ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაკრებს.
როგორც ბრიტანეთის მთავრობამ აცხადებს, ეს აღჭურვილობა განკუთვნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას "მამაცი თავდაცვის" გარდა, დაკარგული ტერიტორიის აღდგენაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


