Accentnews.ge
იაპონია უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

იაპონია უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

30/06/2022 07:12:47 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას განაცხადებით, იაპონია უკრაინას ჰუმანიტრული დახმარების სახით დამატებით, 100 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოხმარდება სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დროებითი საცხოვრებლების აშენებას.

იაპონია ასევე დაეხმარება უკრაინას მარცვლეულის შენახვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S