Accentnews.ge
აშშ-ის დაზვერვა - პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება

აშშ-ის დაზვერვა - პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება

30/06/2022 06:56:11 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინესმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი მალე მიაღწევს ამ მიზანს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S