Accentnews.ge
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

30/06/2022 06:39:15 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-20 და 22-ე კილომეტრებზე განვითარდა მეწყრული პროცესები.

უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო, გზის ხსენებულ მონაკვეთზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, გუშინ, 29 ივნისს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ70-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S