Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ძალებმა მტერს რამდენიმე მიმართულებით უკან დახევა აიძულა

უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ძალებმა მტერს რამდენიმე მიმართულებით უკან დახევა აიძულა

30/06/2022 06:17:49 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა მტერს რამდენიმე მიმართულებით უკან დახევა აიძულა.

მისი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას დასახლების ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ოკუპანტები უკუიქცნენ. გარდა, ამისაუკრაინელმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს შეტევა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს ოკუპანტებს კლინოვისა და ნოვოლუჰანსკეს დასახლებების ტერიტორიაზე, ასევე მოიგერიეს თავდასხმა ვუჰლეჰირსკაიას თბოსადგურის მიმართულებით. ორივე შემთხვევაში მტერმა უკან დაიხია. ამასთან, მტერმა სცადა შტურმი პავლივკას რაიონში, მაგრამ უშედეგოდ და უკან დაიხია.

გენშტაბის ინფორმაციით მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათ შორის ხარკოვის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით:

"ხარკოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს ადრე დაკავებული პოზიციების დაცვას. მოწინააღმდეგე ახორციელებდა დაბომბვას ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან ქალაქ ხარკოვის რაიონებში, პიტომნიკის, უკრაინკას, პერემოჰას, დემენტიევკას, პრუდიანკას, კორობოჩკინისა და რუბიჟნეს დასახლებებში.

დონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ქალაქ ლისიჩანსკის დაბლოკვასა და საავტომობილო გზის ლისიჩანსკი - ბახმუტის მონაკვეთზე კონტროლი მოპოვებას.

რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ლისიჩანსკის, ვერხნიოკამიანკას და სივერსკის დასახლებების ტერიტორიებზე. განახორციელეს ავიაიერიში ვოვჩოიარივკას მახლობლად.

მტერი ახორციელებს შეტევას ვერხნიოკამიანკას მახლობლად და თავდასხმებს ლისჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებები გრძელდება.

ავდიივკაში, კურახივკაში, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეში მტერმა დაბომბა ვოდიანე, ავდიივკა, მარინკა, ვუჰლედარი, პოლტავკა, ნოვოუკრაინკის, ნოვოსილკასა და ორიხოვის რაიონები. განხორციელდა საჰაერო დარტყმები ჩვენს პოზიციებზე ავდიივკასა და შჩერბაკის მახლობლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S