ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთისთვის F-16–ების მიყიდვას მხარს უჭერს
30/06/2022 06:14:19 მსოფლიო
აშშ-ს მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს.
"აშშ თურქეთის გამანადგურებელი ფლოტის მოდერნიზებას მხარს უჭერს, რადგან ეს არის NATO-უსაფრთხოების, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების გაფართოების შესაძლებლობა". - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.
არსებული ცნობებით, აშშ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც თურქეთმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, რომლებმაც ალიანსის წევრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს.


