ისრაელის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან მიდის – მედია
30/06/2022 06:06:53 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფთალი ბენეტი, რომელმაც აღნიშნული პოსტი გასულ წელს დაიკავა, პოლიტიკიდან დროებით მიდის,– იუწყება Times Of Israel.
როგორც მედია წერს, ბენეტი პოლიტიკიდან ახალი არჩევნების შემდეგ წავა და ბენეტი ამ საკითხზე ისრაელის მოსახლეობას დღეს მიმართავს.
ისრაელის მმართველმა კოალიციამ ქნესეთის გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირას გადაწყვიტა.
სამართლებრივი და სადღესასწაული შეზღუდვების გათვალისწინებით, ვადამდელი არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.
მას შემდეგ, რაც გაიანა რინავიე ზოაბიმ თანამდებობა დატოვა, ისრაელის მმართველი კოალიცია ქნესეთის უმცირესობაში აღმოჩნდა. დეპუტატის გადადგომის შემდეგ ქნესეთში პრემიერ–მინისტრ ნაფთალი ბენეტის პარტიას 120 ადგილიდან მხოლოდ 59 დარჩა.
მანამდე ისრაელის მთავრობა დატოვა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა იდით სილმანმა.


