Accentnews.ge
უკრაინა სირიასთან ურთიერთობებს წყვეტს

უკრაინა სირიასთან ურთიერთობებს წყვეტს

30/06/2022 06:00:10 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიაღწია სირიისგან „დონბასში საოკუპაციო სტრუქტურების თითქოს, სახელმწიფოებად აღიარებას“, უკრაინას სირიასთან არანაირი ურთიერთობა აღარ ექნება.

მისი თქმით, სირიაზე სანქციებით ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.

29 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად აღიარა უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც.

უკრაინის ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა უკრაინაში შეჭრამდე 3 დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S