Accentnews.ge
29 ივნისიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთის გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს

29 ივნისიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთის გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს

29/06/2022 16:41:00 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე აღინიშნება ბზარები, ძლიერი ქვისცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ცუდი ხილვადობის გამო, 29 ივნისიდან ყოველდღე, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S