Accentnews.ge
ქარელის გადასახვევთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ქარელის გადასახვევთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

29/06/2022 16:57:28 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის ს/გზის კმ4 – ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ101 (ქარელის გადასახვევი) საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ქარელის გადასახვევთან საავტომობილო გზის კმ1 მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლიახვმა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დააზიანა. აღნიშნულის გამო, კმ1-კმ9 მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S