ბაიდენი ერდოღანს მადლობას უხდის
29/06/2022 17:16:06 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ, ფინეთთან და შვედეთთან მიმართებით და მთელი იმ წარმოუდგენელი საქმისთვის, რომლის მიხედვით, თქვენ მარცვლეულის უკრაინიდან გამოტანას ცდილობთ. თქვენ შესანიშნავ საქმეს აკეთებთ“, – მიმართა ბაიდენმა ერდოღანს მადრიდში ნატო-ს სამიტზე.
თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ „დიდი ინტერვალის შემდეგ“ მას „დიდი სიამოვნება მიანიჭა ბაიდენთან შეხვედრამ".
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური მცდელობები უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანას ხელს შეუწყობს.


