Accentnews.ge
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც 144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი გათავისუფლდა

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც 144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი გათავისუფლდა

29/06/2022 15:31:17 მსოფლიო

ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ პირველად ქარხანა „აზოვსტალის“ დამცველები დაიბრუნა, – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

„განხორციელდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 პირიდან – 95 „აზოვსტალის“ დამცველია, მათ შორის არის „აზოვის“ პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

უკრაინული მხარიც განცხადებით, რუსეთის ტყვეობაში ამ დროისთვის, სულ მცირე, 1000 ჯარისკაცია, "აზოვსტალში" მებრძოლების ჩათვლით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S