სირიამ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
29/06/2022 14:37:37 მსოფლიო
სირიის არაბული რესპუბლიკი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
"სირიის არაბულმა რესპუბლიკამ გადაწყვიტა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება". – წერია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინაში ომის დაწყებამდე, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
სირიას "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აქვს აღიარებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც.


