Accentnews.ge
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

29/06/2022 13:35:28 ეკონომიკა

29 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.47 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9289 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 2.19 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0821 ლარი გახდა.

2.92-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5662 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.04 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.58 თეთრი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S