![აშშ–ში ბომბდამშენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები [ფოტო–ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/6825.jpg)
აშშ–ში ბომბდამშენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები [ფოტო–ვიდეო]
02/10/2019 20:02:38 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ავიაკატასტროფა კონექტიკუტის შტატში მდებარე, ბრედლის აეროპორტში მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ეშვებოდა.
ბომბდამშენი ბი-17 „კოლინგს ფაუნდეიშენს“ ეკუთვნის, რომელიც ძველი ტექნიკის აღდგენაზე მუშაობს.
ჩამოვარდნილი ბომბდამშენი 1945 წლის 7 აპრილს იყო აგებული. მას მეორე მსოფლიო ომის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.