Accentnews.ge
ნორვეგია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

ნორვეგია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

29/06/2022 12:55:27 მსოფლიო

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ ნორვეგია უკრაინას სამ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემას გადასცემს.

მისი თქმით, აღნიშნული საჩუქრის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა ნორვეგიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რათა უკრაინელებმა გააგრძელონ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S