ზელენსკი – ნატო–ს ლიდერებს: "რუსეთის ომი უკრაინით არ დასრულდება, გვჭირდება მეტი თანამედროვე იარაღი"
29/06/2022 11:52:11 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.
"რუსეთის ომი უკრაინით არ დასრულდება, გვჭირდება მეტი თანამედროვე იარაღი და მეტი ფინანსური მხარდაჭერა, რათა შევძლოთ, დავიცვათ თავი", – მიმართა ზელენსკიმ ნატო–ს ლიდერებს.
მან ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა სანქციებით.
შეგახსენებთ, რომ მადრიდში ნატო–ს სამიტი იმართება.


