
2020 წელს ნატო ევროპაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს
02/10/2019 17:21:05 სხვა, მსოფლიო
2020 წელს ნატო ევროპაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. მანევრების ლოგისტიკური ცენტრი გერმანია იქნება.
სამხედრო სწავლება სახელწოდებით „დამცველი 2020“ თებერვალში დაიწყება და მასში მონაწილეობას 20 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.
მანევრებშ აშშ და ნატოს 16 წევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია მიიღებს მონაწილეობას. მანევრების დროს ამერიკელი სამხედროები გერმანიიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრებიან.