ესტონეთის პრემიერი: "ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"
29/06/2022 09:05:28 პოლიტიკა, მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ახლა ჩვენ მივესალმებით სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც შვედეთმა და ფინეთმა გააკეთეს. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ახალ წევრებს. ეს ისტორიული სამიტია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი თავდაცვა. ჩვენ ყველა გავზრდით ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას“, – განაცხადა კაია კალასმა ნატო-ს მადრიდის დღევანდელი სამიტის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ მადრიდში ნატო–ს სამიტი იმართება.


