Accentnews.ge
შოლცი: "ნატო გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება"

შოლცი: "ნატო გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება"

29/06/2022 08:32:59 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერს გააგრძელებს. ამის შესახებ მან მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

„კარგია, რომ ქვეყნებმა, რომლებიც აქ არიან შეკრებილნი და ბევრმა სხვა სახელმწიფომაც თავიანთი წვლილი შეიტანეს, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. ნატო–ს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", – განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდში ნატო–ს სამიტი იმართება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S