Accentnews.ge
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას“

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას“

29/06/2022 08:30:36 მსოფლიო

ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ალიანსს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, ხოლო ჩინეთი დიდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში, რაც ძალიან საყურადღებოა.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. რაც შეეხება ჩინეთს, იგი არ არის მოწინააღმდეგე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი უსაფრთხოების შედეგები, როდესაც ვხედავთ, რომ ჩინეთი დიდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში, შორ მანძილზე რაკეტებში ან ბირთვულ იარაღში და ასევე ცდილობს გააკონტროლოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მაგალითად, 5G", – განუცხადა სტოლტენბერგმა მადრიდში ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდში ნატო–ს სამიტი იმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S