Accentnews.ge
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ჰაუბიცებს მიაწვდიან

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ჰაუბიცებს მიაწვდიან

29/06/2022 06:29:55 მსოფლიო

გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს ჰაუბიცას მიაწვდიან, - ამის შესახებ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს.

მადრიდში, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 12 ჰაუბიცის გარდა, რომელიც ქვეყნებმა უკვე გაგზავნეს უკრაინაში, თითოეული მათგანი კიდევ სამ-სამ საარტილერიო იარაღს მიაწვდის.

„ვაჩვენებთ ჩვენს სიმტკიცეს და ერთგულებას უკრაინის მიმართ და არ დავთმობთ ამ რუსული აგრესიის წინაშე“, - აღნიშნა კაისა ოლონგრენმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S