Accentnews.ge
"პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა"

"პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა"

29/06/2022 05:39:44 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში ომს არ დაიწყებდა.

„პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის წამოიწყებდა გიჟურ, მაჩო ომს", - განაცხადა ჯონსონმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, ის, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, „ტოქსიკური მასკულინიზმის“ მაგალითია:

"თუ გინდათ ტოქსიკური მასკულინიზმის შესანიშნავი მაგალითი, ეს არის ის, რასაც იგი აკეთებს უკრაინაში".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S