
DW: “რუსეთს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის ალტერნატიული მარშრუტი აქვს დანიის გავლით
02/10/2019 15:59:22 სხვა, მსოფლიო
იმ შემთხვევისთვის თუ დანია თავის განსაკუთრებულ ზონაში "ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის გაყვანის ნებართვას არ გასცემს, რუსეთს მარშრუტის სხვა ვარიანტებიც გააჩნია, – განაცხადა, DW–ის ცნობით, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში პროექტი უფრო ძვირი დაჯდება და მის რეალიზებას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.

როგორც ნოვაკმა აღნიშნა ჯერ–ჯერობით რუსეთი გათვლას საბაზისო მარშრუტზე აკეთებს და დანიის მიერ ნებართვის არგაცემის „ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს“:
„ამ პროექტის რეალიზებასთან დაკავშირებით თვალს ვადევნებთ უმკაცრეს კონკურენციასა და წინააღმდეგობას, თუმცა ეს ტოტალური წინააღმდეგობა არ არის, საკმაოდ ბევრი ქვეყნა მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც მრავალწლიანია და ევროკავშირში ენერგორესურსების გარანტირებულ მიწოდებას უზრუნველყოფს“.
თავის მხრივ, „გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ ზუბკოვი, აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაციის ორ განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკვე 2 წელია, არ მიიღება. მისი შეფასებით, ეს „წმინდად გეოპოლიტიკური სიტუაციაა, დაკავშირებული იმასათან, რომ აშშ–ს რუსული გაზის ნაწილის მისი გაზით ჩანაცვლება სურს“.
ცნობისთვის: 27 სექტემბერს დანიაში გაკეთდა განცხადება, რომ გაზსადენის გაყვანის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადებს ჯერ–ჯერობით ვერ დააზუსტებენ. დანიის ენერგეტიკული სააგენტო ამჟამად სწავლობს ამ განცხადებებს, ისევე როგორც, ამ ქვეყანაში და მეზობელ სახელმწიფოებში პროექტის გარემოზე ზემოქმედების კუთხით გამართული საჯარო განხილვების შედეგებს, – განუცხადეს DW– დანიურ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ–ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის გამო ომით დაემუქრა.
კერძოდ, როგორც პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში სსანქტ–პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, "ეკონომიკური ეგოიზმი სავაჭრო და შესაძლოა, რეალური ომის რეცეპტიც იყოს“.
„აშშ ცდილობს, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტი. ის, რასაც ვაშინგტონი აკეთებს, მსოფლიოში მეტ კონფლიქტს გამოიწვევს. ეს არის გზა დაუსრულებელი კონფლიქტისკენ, სავაჭრო და შესაძლოა, არა მარტო სავაჭრო ომებისკენ – რეალური ომებისკენაც. ხატოვნად რომ ვთქვა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც ყველას ყველასთან აპირისპირებს“, – განაცხადა პუტინმა .
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.
21 მაისს უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ–ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტში ჩართულ კომპანიებს მთელ რიგ შეზღუდვებს დაუწესებდა.
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ წინააღმდეგობა ჯერ კიდევ მძლავრია და მოწინააღმდეგეთა რიგებშია ამერიკის შეერთებული შტატებიც. აშშ-ის სენატი მალე მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ამ პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ“, – განაცხადა პერიმ.