Accentnews.ge
მაკრონი: "რუსეთს გამარჯვება არ შეუძლია"

მაკრონი: "რუსეთს გამარჯვება არ შეუძლია"

28/06/2022 15:15:08 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია“.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება, მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება და იმ ინტენსივობოთ, რაც იქნება საჭირო უახლოეს კვირებში და თვეებში“, – განაცხადა მაკრონმა ბავარიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაკრონმა გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლომდე გამოსავალი ნაპოვნი იქნება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ „რუსეთი არ გაიმარჯვებს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის ტერორისტ-სახელმწიფოდ მოხსენიებაზე, თუმცა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო იერიშს „ომის დანაშაული“ უწოდა.

მანამდე მაკრონი მწვავედ გააკრიტიკეს განცხადების გამო, რომ ამ ომიდან რუსეთი დამცირებული არ უნდა გამოვოდეს. საპასუხოდ უკრაინი პრეზიდენტმა ანიშნა რომ ამ მიდგომი ავად საფრანგეთი იმცირებს თავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S