Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ავტორიტარულ რეჟიმებთან ვაჭრობის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა რისკები უნდა გავითვალისწინოთ"

სტოლტენბერგი: "ავტორიტარულ რეჟიმებთან ვაჭრობის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა რისკები უნდა გავითვალისწინოთ"

28/06/2022 15:07:58 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ ავტორიტარულ რეჟიმებთან ვაჭრობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია რისკები.

„ყოველთვის მჯეროდა თავისუფალი ვაჭრობის. თავისუფალი ვაჭრობა ხელს უწყობს კეთილდღეობას, იწვევს ეკონომიკურ ზრდას და ეს კარგია ჩვენი ეკონომიკისთვის. ამავე დროს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზედმეტმა დამოკიდებულებამ სპეციფიკურ პროდუქტებზე შეიძლება, ჩვენი ღია და თავისუფალი საზოგადოებებისთვის დაუცველობა გამოიწვიოს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მაგალითად გენმდივანმა ევროპის ქვეყნების რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება დაასახელა და თქვა ისიც, რომ ჩინეთთან მიმართებით უნდა იქნეს გათვალისწინებული რუსეთის მაგალითი და დასავლეთი ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა გახდეს ჩინეთიდან იმპორტირებულ კონკრეტულ პროდუქტებზე:

„არ ვარ ავტორიტარულ რეჟიმებთან ვაჭრობის წინააღმდეგი და ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რისკები და სისუსტეები. ახლა ნატო მუშაობს მედეგობის განსამტკიცებლად და ცნობიერების ასამაღლებლად ამ საკითხებზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S