ერდოღანი – ფინეთსა და შვედეთზე: „შედეგები გვინდა“
28/06/2022 14:57:01 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ შეეხო ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას.
"გავმართავთ ოთხმხრივ შეხვედრას და ვნახავთ რა პოზიციამდე მივლენ. არ გვინდა სიტყვები, გვინდა შედეგები". – თქვა ერდოღანმა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თუ ფინეთს და შვედეთს ალიანსის წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების მხრივ რა აღელვებს თურქეთს:
"თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის, 70-წლიანი წევრის, უსაფრთხოების წუხილები".
ამასთან, ერდოღანი სამიტის ფარგლებში ის აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდება.
მადრიდის სამიტი 28-30 ივნისს ჩატარდება.


