Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი"

სტოლტენბერგი: "მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი"

28/06/2022 12:12:47 მსოფლიო

"მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი", ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი სამიტი. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატო-ს პროგრამა უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ გარდაქმნაზე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, დავამტკივებთ ყოვლისმომცველ დახმარების პაკეტს უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პროგრესს მივაღწევთ. ჩვენ ასევე გვჭირდება მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, სანჩესმა აღნიშნა, რომ სამიტზე მოკავშირეები განვსაზღვრავენ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა დასავლეთი დგას.

"ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ იმ რესურსებს, რომელიც გვაქვს ამ საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და როგორ გამოვიყენებთ მათ. ამასთან, მოვახდენთ ალიანსის კონსოლიდაციას. პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ახლა და მომავალშიც“, – განაცხადა სანჩესმა.

მადრიდში სამიტი დღეს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S