Accentnews.ge
ჯონსონი – "ხალხი შოკირებულია იმით, თუ რაზეა წამსვლელი პუტინი"

ჯონსონი – "ხალხი შოკირებულია იმით, თუ რაზეა წამსვლელი პუტინი"

28/06/2022 12:08:08 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსულ სარაკეტო იერიშს ეხმიანება და მომხდარს "ბარბაროსობას" უწოდებს. ამის შესახებ მან გერმანიაში "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ხალხი შოკირებულია იმით, თუ რაზეა წამსვლელი პუტინი", – აცხადებს ჯონსონი.

მისი თქმით, G7-მა აჩვენა ერთიანობა უკრაინის მხარდასაჭერად.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S